http://plugginaway4him.files.wordpress.com/2009/01/nadal-falls.jpg
თანამედროვეობის ერთ–ერთი უძლიერესი სპორტსმენი
http://worldsport.ge/Read.aspx?news=19155&lang=1
იმედია, გრიმალდების სამეფოს საგვარეულოს წევრებს არ ეწყინებათ ჩვენ მიერ გამოტანილი სათაური – რაფა ნადალი მათ ტახტს ნაღდად არ ედავება, მაგრამ საჩოგბურთო კორტზე შეუდარებელია – იგი ზედიზედ მეშვიდედ გახდა მონტე-კარლოს მასტერსის გამარჯვებული. მონაკოს საგრაფოს ამ ქალაქში, წარმოშობით მალიორკელს ერთადერთი მარცხი, აწ უკვე შორეულ 2003 წელს აქვს განცდილი, როდესაც სადღეისოდ პლანეტის ნომერ პირველ ჩოგანს, არგენტინელმა გილერმო კორიამ მოუგო. დღეს კი, ნადალმა მონტე-კარლოს ტურნირის ფინალში თანამემამულე დავიდ ფერერს 6:4, 7:5 სძლია და ATP-ის ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ერთი და იმავე შეჯიბრება მიჯრით შვიდჯერ მოიგო. მოგეხსენებათ, მონტე-კარლოში ასპარეზობა თიხნარის საფარის კორტზე მიმდინარეობს და ამგვარი საჩოგბურთო-საასპარეზო სარბიელზე რაფა ნადალმა მოპოვებული ტიტულები 30-მდე აიყვანა, რითაც ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს დაეწია, როგორებიც შვედი ბიორნ ბორგი და ესპანელი მანუელ ორანტესი არიან. თიხნარის კორტებზე მოგებული ტიტულებით კი, საუკეთესო მაჩვენებელი არგენტინელ გილერმო ვილასს (45 საჩემპიონო წოდება) და ავსტრიელ ტომას მუსტერს (40) აქვთ.
გუშინ ნადალმა ნახევარფინალში ორი საათისა და 58 წუთის ხანგრძლივობის სამსეტიან დაპირისპირებაში შოტლანდიელი ენდი მარეი 4:6, 6:2, 1:6 დაამარცხა და ფინალსაც სიფრთხილით ეკიდებოდა. “ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება მოვახერხე. მონტე-კარლოს მასტერსის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება კიდევ ერთხელ მოვიპოვე და ყოველმხრივ შევეცდები, მიმდინარე წელს ჩემი პირველი შეჯიბრება მოვიგო და თიხნარის სეზონი გამარჯვებით გავხსნა” - აცხადებდა რაფა თანამემამულე ფერერთან მატჩის წინ. სტატისტიკაც რაფას სასარგებლოდ იყო. დღევანდლამდე ნადალისა და ფერერის 16 დაპირისპირებიდან, 12 მალიორკელის სასარგებლოდ იყო დასრულებული. რაფამ დღეს 13-ედაც შეძლო დავიდის ძლევა. დღევანდელი ფინალი ორ საათსა და ოც წუთს გაგრძელდა. ნადალმა ოთხი ბრეიკის შესრულება მოახერხა და მეტოქის მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ორი სეტით 6:4, 7:5 გამარჯვება მოახერხა.
რეიგინგს დიდი უპირატესობით ლიდერობს!!!!!
No comments:
Post a Comment