Wednesday, April 20, 2011

ფეხბურთი

რატომ მაინცდამაინც ფეხბურთი?
 http://www.ambebi.ge/images/pictures/sporti/fexburti2/burti-eleqtro.jpg
 ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელსაც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. ბურთით თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითა მსაჯი. მთავარი მსაჯი წყვეტს ყველა ეპიზოდს არის თუ არა ჯარიმა, თუ ეს ჯარიმა არის უხეში მაშინ მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ბარათი, ხოლო თუ ფეხბურთელი ერთ მატჩში მიიღებს ორ ყვითელ ბარათს, მაშინ მსაჯი აუცილებლად უჩვენებს მოთამაშეს წითელ ბარათს.

თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association - FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფას მსოფლიო თასი, ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში.

http://ka.wikipedia.org/wiki/ფეხბურთი

http://management.ge/wp-content/uploads/2009/12/ZIDANE-thumb-300x424-29678.jpg
ეს ადამიანი ფეხბურთის სილამაზეა 

http://www.fci.ge/uploads/posts/2011-02/1297333775_messi-vs-ronaldo.jpg 
 ამ ორი ფეხბურთელის დულეი ყოველთვის სანახაობრივი და დაძაბულია 

RONALDO-MESSI
REAL MADRID--BARCELONA


                                             pele
http://www.youtube.com 

აი რატომაა ფეხბურთი ყველაზე ლამაზი და სანახაობრივი, გაგრძელება იქნება... 

Tuesday, April 19, 2011

კვლავ კლასიკო

http://www.oleole.com/media/main/images/wallpapers/164604/elclasicopreviewbarc_404153.jpg
კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამოს მოლოდინით 
"კოპა დელ რეის" ფინალი კარს მოგვდგომია, მატჩი ხვალ ღამე გაიმართება, გთავაზობთ ისტორიულ ფაქტებს, რომელიც თქვენთვის საინტერესოა.



►1942 წელს "ბარსელონამ" მორიგი "ესპანეთის თასი" მოიგო, მათ "ვალენსიას" სძლიეს, ხოლო მადრიდი ასპარეზობას 1/2 ფინალში გამოეთიშა.

► ყველაზე მეტი სათასო ბატალიებში "ბარსელონადან" გატანილი აქვს სამიტერს 65, ახლანდელი შემადგენლობიდან ლეო მესის 17 და ბოიან კრკიჩს 9.

► "ბარსელონა" და "რეალი" "კოპას" ფინალში ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ.

►1989/90 წლებში "ბარსელონამ" "კოპას" ფინალი, სწორედ მესტალიაზე მოიგო და სწორედ "რეალი" დაამარცხა 2:0.

► "ბარსელონამ" "მესტალიაზე" 5– დან 4 ფინალი მოიგო, ანუ ფინალების 80 % წარმატებულად დაასრულა.

► "ბარსელონამ" 34 – დან 25 ფინალში იმარჯვა 74 %.

► 1996/97 წლებში, "კოპაზე " "ბარსელონამ" ორი მატჩის ჯამში სძლია "რეალს", 3:2 "კამპ ნოუზე" და 1:1 :ბერნაბეუზე".

► გვარდიოლამ როგორც ფეხბურთელი სამი ფინალი მოიგო "კოპაზე", ხოლო როგორც მწვრთნელმა ერთი 2009 წელს.

►მოურინიომ ერთხელ უკვე მოიგო "კოპა დელ რეი" "ბარსელონას" რიგებში, 1997/98 წლებში, როდესაც იგი ბობი რობსონი თანაშემწე გახლდათ (სინამდვილეში თარჯიმანი, ავტ.)


 http://barcamania.ge/index.php?newsid=7327


მადრიდის “რეალის” გენერალური დირექტორი, ხორხე ვალდანო დარწმუნებულია, რომ ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, მისი გუნდი “ბარსელონას” დამარცხებას შესძლებს. მადრიდული კლუბის ყოფილ ფეხბურთელს განსაკუთრებით მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსა და ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუსი ეიმედება.
“მოურინიოსთვის ეს პირველი ფინალი არაა. მას აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ ფეხბურთელები მოედანზე სათანადოდ თავდაჯერებულნი გაიყვანოს.
ასეთი დონის შეხვედრის ბედი შესაძლოა გადაწყვიტოს ერთმა შეცდომამ, ან გენიალურმა ფეხბურთელმა. ჩვენს შემთხვევაში, ასეთი მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუა. ვფიქრობ, მას აქვს ყველა პირობა იმისათვის, რომ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გახდეს” – ციტირებს ვალდანოს სიტყვებს ინტერნეტ-გამოცემა Goal.



http://worldsport.ge/Read.aspx?news=19247&lang=1
 

Monday, April 18, 2011

მონტე-კარლოს მეფე

                                        მონტე-კარლოს მეფე
http://plugginaway4him.files.wordpress.com/2009/01/nadal-falls.jpg 
 თანამედროვეობის ერთ–ერთი უძლიერესი სპორტსმენი

http://worldsport.ge/Read.aspx?news=19155&lang=1

    იმედია, გრიმალდების სამეფოს საგვარეულოს წევრებს არ ეწყინებათ ჩვენ მიერ გამოტანილი სათაური – რაფა ნადალი მათ ტახტს ნაღდად არ ედავება, მაგრამ საჩოგბურთო კორტზე შეუდარებელია – იგი ზედიზედ მეშვიდედ გახდა მონტე-კარლოს მასტერსის გამარჯვებული. მონაკოს საგრაფოს ამ ქალაქში, წარმოშობით მალიორკელს ერთადერთი მარცხი, აწ უკვე შორეულ 2003 წელს აქვს განცდილი, როდესაც სადღეისოდ პლანეტის ნომერ პირველ ჩოგანს, არგენტინელმა გილერმო კორიამ მოუგო. დღეს კი, ნადალმა მონტე-კარლოს ტურნირის ფინალში თანამემამულე დავიდ ფერერს 6:4, 7:5 სძლია და ATP-ის ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც ერთი და იმავე შეჯიბრება მიჯრით შვიდჯერ მოიგო. მოგეხსენებათ, მონტე-კარლოში ასპარეზობა თიხნარის საფარის კორტზე მიმდინარეობს და ამგვარი საჩოგბურთო-საასპარეზო სარბიელზე რაფა ნადალმა მოპოვებული ტიტულები 30-მდე აიყვანა, რითაც ისეთ ლეგენდარულ მოთამაშეებს დაეწია, როგორებიც შვედი ბიორნ ბორგი და ესპანელი მანუელ ორანტესი არიან. თიხნარის კორტებზე მოგებული ტიტულებით კი, საუკეთესო მაჩვენებელი არგენტინელ გილერმო ვილასს (45 საჩემპიონო წოდება) და ავსტრიელ ტომას მუსტერს (40) აქვთ.
გუშინ ნადალმა ნახევარფინალში ორი საათისა და 58 წუთის ხანგრძლივობის სამსეტიან დაპირისპირებაში შოტლანდიელი ენდი მარეი 4:6
, 6:2, 1:6 დაამარცხა და ფინალსაც სიფრთხილით ეკიდებოდა. “ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება მოვახერხე. მონტე-კარლოს მასტერსის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობის უფლება კიდევ ერთხელ მოვიპოვე და ყოველმხრივ შევეცდები, მიმდინარე წელს ჩემი პირველი შეჯიბრება მოვიგო და თიხნარის სეზონი გამარჯვებით გავხსნა” - აცხადებდა რაფა თანამემამულე ფერერთან მატჩის წინ. სტატისტიკაც რაფას სასარგებლოდ იყო. დღევანდლამდე ნადალისა და ფერერის 16 დაპირისპირებიდან, 12 მალიორკელის სასარგებლოდ იყო დასრულებული. რაფამ დღეს 13-ედაც შეძლო დავიდის ძლევა. დღევანდელი ფინალი ორ საათსა და ოც წუთს გაგრძელდა. ნადალმა ოთხი ბრეიკის შესრულება მოახერხა და მეტოქის მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, ორი სეტით 6:4, 7:5 გამარჯვება მოახერხა.
 რეიგინგს დიდი უპირატესობით ლიდერობს!!!!!

Sunday, April 17, 2011

http://s46.radikal.ru/i111/0907/08/f8d15cd87c9a.jpg


http://s46.radikal.ru/i111/0907/08/f8d15cd87c9a.jpg 
                  ულამაზესი სანახაობა
                  წინ კიდევ 3 კლასიკოა... 
 http://realmadrid.ge/news/14919-bbbb-bbbbbbb-bbbbbbbbb-bbbbbbbbbbbbb.html
http://realmadrid.ge 
  
http://24saati.ge/uploads/articles/2011/04/15738_4da0283da08ed.jpg
 ვინ მოიგებს დანარჩენ მატჩებს?, გამოცნობა შეუძლებელია, ეს ხომ სუპერ, ელ კლასიკოა!
 გუშინდელი "კლასიკოს" შემდეგ, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა სამეფო თასის ფინალისათვის ვარჯიში დღეს განაახლეს. კვირის პირველი სესია ადგილობრივი დროით 11:00 საათზე (თბილისის დროით 13:00 საათზე) დაიწყო და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც იცით, 20 აპრილს, ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით 21:30 საათზე (თბილისის დროით 23:30 საათზე) სამეფო თასის ფინალში მადრიდის "რეალი" "ბარსელონას" დაუპირისპირდება "მესტალიაზე"., აბა 

http://realmadrid.ge/news/14913-bbbbbb-bbbbbbb-bbbbyibbyob.html 

Friday, April 15, 2011

                       მოახლოვდააააააააა!  
16 ში, უკვე 17 ში 00 საათზე სანტიაგო ბერნაბეუ ყველაზე ლამაზ სპექტაკლს შემოგვთავაზებს. 
 # "ელ კლასიკოს" სერია: ერთი მეგობრობის ისტორია

"ელ კლასიკო!" "ელ კლასიკო!" "ელ კლასიკო!" - სკანდირებს მედია ორი კვირის განმავლობაში მატჩის დაწყებამდე. მატჩი-ლეგენდის. სპექტაკლის, რომლის მაყურებლებიც დიდხანს ინახავენ ბილეთებს ტრიბუნების დატოვების შემდეგ. ზღაპრის, რომელსაც ბავშვებს ძილის წინ უყვებიან; ზღაპრის, რომელიც დედის რძესთან ერთად ასაზრდოებს გულშემატკივარ სულს და აფერადებს პატარების გულს თეთრად ან ლურჯ-ბროწეულისფრად.

"ელ კლასიკო". ბრძოლა, რომელში გამარჯვებაც არ ნიშნავს ძალაუფლებას, მაგრამ აღელვებს სისხლს, ახდენს ძლიერების დემონსტრირებას და დიდების გვირგვინს ადგამს ახალ ტრიუმფატორს.

ჩვენ ნელ-ნელა ვუახლოვდებით სტადიონს და ატმოსფერო, რომელიც ირგვლივ სუფევს, მთელ სხეულს ეუფლება. გარშემო არ არის ხალხი, გარშემო მხოლოდ ძმები არიან; ძმები - გულის "ფერის" მიხედვით. შარფები, დროშები, უწყვეტი ღრიალი, როგორც მსუსხავი ქარი შტორმის წინ. სტადიონი, შესასვლელი, სანუკვარი ბილეთი და ზრდილობიანი მცველი კარიბჭესთან... რაზე ფიქრობთ ახლა? არაფერზე. თქვენს თავში არ ფუთფუთებს ფიქრები, მხოლოდ ლოდინის გრძნობა და დაუძლეველი ლტოლვა ტრიბუნებისა თუ მინდვრისაკენ. ამას არ აქვს მნიშვნელობა. დღეს ჩვენ ისტორიის ნაწილი ვხდებით!

აი ისიც - თქვენი ადგილი. გულმოდგინედ ათვალიერებთ, ხელით ბერტყავთ მტვერს და გაზეთს დებთ ან შორიახლოს დგომას ამჯობინებთ. ეს უკვე აღარ არის პლასტიკატის დასაჯდომი, ეს იულიუს კეისარის ლოჟაა კოლიზეუმში, მაგრამ თქვენ არ გაქვთ უფლება, გადაწყვიტოთ, ვინ მოკვდება. სულ უფრო ცოტა დრო რჩება და გრძნობთ, როგორ ჩქარდება გული...

გუნდები მოედანზე გამოდიან... აფეთქება! ირგვლივ დაუჯერებელი ხმაურია. აფეთქდა არა მხოლოდ ტრიბუნები, არამედ თქვენი გულიც. მსოფლიოში ყველაზე მელანქოლიური ადამიანიც რომ იყოთ, შეუძლებელია, იდგეთ, იჯდეთ, გაუძლოთ და თავი აარიდოთ ყოვლისმომცველ ალს. სხვადასხვა ფერის ტრიბუნები, იდეალურად თანაბარი, მწვანე გაზონი, რომელიც სცენად იქცა; სცენად, რომელზეც ისტორია დაიწერება. 22 მოთამაშე, 4 მსაჯი, 2 მთავარი მწვრთნელი, სათადარიგოთა სკამები, ყველაფერი მზადაა და შეიძლება დავიწყოთ.

სასტვენი. და მაშინვე შეტევა. თქვენ გაიყინეთ, მაგრამ სწრაფად იშორებთ სიცივის შეგრძნებას. თამაშში ჩართული, ცდილობთ, არ გამოგრჩეთ არცერთი წამი განსაზღვრული 5 400 - დან, დამატებით დროსთან ერთად; გრძნობთ, როგორ ცხოვრობს ირგვლივ ყველაფერი ფეხბურთით.

ახალი შეტევა. დირიჟორის ერთი აქნევა და რონალდუ ფლანგზე მიქრის, თავიდან იცილებს მეტოქეს, გზავნის გადაცემას ცენტრში, რასაც ბენზემას დარტყმა მოჰყვება. თქვენ თავზე ხელებს იკიდებთ, ხურავთ გაღებულ პირს, იკავებთ მომზადებულ ყვირილს და უბრუნდებით საკუთარ ადგილს. გარშემო გამუდმებით ხმაურია, ისეთი გამაყრუებელი, თითქოს ახლოს თვითმფრინავი დაფრინავს, მაგრამ ნელ-ნელა ეს ხმაური მელოდიაში გადაიზრდება, გულშემატკივართა სიმღერაში... ეს სიმფონიას ჰგავს, შესრულებულს მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრის მიერ, და ის გმუხტავთ დადებითი ემოციებით, განთებთ და გიზიდავთ. სტადიონი აჩქარებს მატჩის რიტმს.

ისევ შეტევა, არა, ეს ის არ არის, რასაც ველოდით! ჩვენს კარში! ჩავი, ინიესტა, ვილია, მესი - სახელები, რომელთა გაგონებაც ახლა არ გსურთ, მაგრამ, ამავდროულად, უდიდეს პატივს სცემთ მათ მფლობელებს. და აი, ის - კარის დარაჯი, იკერი, ღვთის შეწევნით ყოველთვის ახერხებს სიტუაციის განმუხტვას. აღმართული მარჯვენა ხელი, ყვირილი მთელი ხმით, დარტყმა... და ჩვენ ვაკვირდებით ბურთის ლამაზ ფრენას, თითქოს შენელებულ კადრად, სანამ ის მოთამაშის ბუცს შეეხება, მისი დაშვების მომლოდინეს. ბურთი ჩვენია, აუჩქერებელი შეტევა და თქვენ სწრაფად იხედებით ირგვლივ. ფიქრობთ, რომ ეს ახლა და თქვენს თავს არ ხდება? არა! თქვენ აქ ხართ. გარშემო ათასობით ადამიანია, რომლებიც თქვენთან ერთად სუნთქავენ ისტორიას, ერთმანეთის გვერდით, მხარდამხარ.

რა არის ეს? მეტოქე ტრიბუნიდან წამოსული ყვირილი სულ უფრო ხმამაღალი, სტაბილური და ადვილად გასარჩევი ხდება. "მათ ჩვენს წინააღმდეგ სპეციალური შეძახილები გამოიყენეს!", "მათ ჩვენს წინააღმდეგ?", "აბა, შენი აზრით, ვის წინააღმდეგ, ამიგო?" - ისმის სხვადასხვა ხმა და ყოველი ადამიანი, რომლის ძარღვებშიც "თეთრი" სისხლი ჩქეფს, ზრდადი გუგუნის ტალღას უერთდება. ეს გამანადგურებლის აფრენას ჰგავს, მაგრამ როგორც კი ტრიბუნები საჭირო ტემბრს მიაგნებენ, მიხვდებით, რომ აქედან ვერ გადახტებით და ერთადერთი გამოსავალი მის ნაწილად ქცევაა. თავისუფლების შეგრძნება შეუდარებელია. აი, რა აღავსებს ახლა მთელ სხეულს. "ეს დაუვიწარია," - იტყვით თქვენ, როდესაც ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ არა, არა ახლა... "გოოოოოოოოოოოლ!" "გოოოოოოოოოოოოლ!" ყვირით მილიწამიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ძვირფასი ჩასუნთქვისთვის დაგჭირდათ. ჯერჯერობით არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიტანა, მაგრამ გარშემო ყველა ერთმანეთს ეხუტება, ყვირის ისე, როგორც არსად. ჰაერში აფრინდა ბაფთები, ყველაზე თავგამოდებულ გულშემატკივართა შარფები, თავის სამკაულები და სულერთია, სად დაეცემა თქვენი ქუდი?, რადგან ისიც ისტორიის ნაწილი გახდება; ისტორიის, რომლითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში იამაყებთ!


http://realmadrid.ge/news/14843-bb-bbbbbbbb-bbbbb-bbbbb-bbbbbbb.html

Wednesday, April 13, 2011



http://www.youtube.com/watch?v=88-JC3uuIJg&playnext=1&list=PL9431E189DD3F31CF


http://www.youtube.com/watch?v=hQUt8C4iVKc


http://www.youtube.com/watch?v=883UlMNOuX4
                ფუფუნებაა თუ არა?
დღეს მობილური ტელეფონის გარეშე პირველკლასელებიც აღარ დადიან. ეს, ერთი მხრივ, ძალზე მოხერხებულია, რათა ბავშვს ნებისმიერ დროს შეეძლოს მშობლებთან დაკავშირება, მაგრამ არის მეორე მხარეც: თუ პატარას მობილური არ ვუყიდეთ, გაგვინაწყენდება და შესაძლოა, დეპრესიაშიც კი ჩავარდეს იმის გამო, რომ ”მობილური ყველას აქვს მის გარდა”.

ფუფუნებაა თუ არა?
რა ასაკიდან უნდა შევუძინოთ ბავშვს მობილური ტელეფონი? პასუხი, უპირველეს ყოვლისა, იმაზეა დამოკიდებული, გჭირდებათ თუ არა ფიჭური კავშირი შვილთან კონტაქტისთვის. მეორე განმსაზღვრელი ფაქტორია ბავშვის უნარი, ისარგებლოს ცივილიზაციის ამ სიკეთით. ეცადეთ, არ მოექცეთ იმ მოზარდების გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს იწონებენ ახალი, ”სრულყოფილი” მოდელებით. ბავშვი პატარაობიდანვე მიაჩვიეთ იმ აზრს, რომ ტელეფონი სათამაშო არ არის. ”ჯადოსნურმა ყურმილმა” არ უნდა დაჩრდილოს დანარჩენი სამყარო და მოზარდის ინტერესები არ შთანთქას. რა თქმა უნდა, მშობლების მაგალითს გადამწყვეტი როლი ენიჭება, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით საკუთარ საქციელს.
 http://www.mkurnali.ge
http://www.mobil.sk
                   პირველი მობილური ტელეფონი
          მობილური ტელეფონის  ისტორია პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ იწყება. სწორედ იმ დროს, კომპანია "ეითი ენდ თი"-მ უფრო ზუსტად კი კვლევითმა ლაბორატორია "ბელ ლამორატორიეს"-მა (ეს ლაბორატორია სწორედ "ეითი ენდ თი"-ს ეკუთვნოდა) მობილური ტელეფონის შექმნის იდეა წამოაყენა. 1947 წლისთვის, ეს მართლაც რომ თამამი გადაწყვეტილება იყო. კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ტელეფონი მხოლოდ მანქანაში დასამონტაჟებლად იყო განკუთვნილი და ეს გასაგებიცაა – პირველი აპარატი კვების ბლოკის გარეშე 40 კგ-ს იწონიდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო მანქანაში დაყენებული ტელეფონების დაპატარავება, ისინი თანდათანობით უფრო ნაკლებ ადგილს იყენებდნენ, ხოლო 70-იანი წლებისთვის მობილური ტელეფონი მნიშვნელოვნად "შემსუბუქდა" და სულ რაღაც 12-14 კგ-ს იწონიდა.
http://ka.wikipedia.org 
        აღსანიშნავია, რომ კომპანია "Motorola" იმ დროსაც არსებობდა, თუმცა მისი თავდაპირველი საქმიანობა ტელეფონების წარმოება ნამდვილად არ ყოფილა. 1945 წელს, კომპანიაში ახალი თანამშრომელი, მარტინ კუპერი მივიდა და ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. თავიდან იგი რიგითი თანამშრომელი იყო, რომელიც ახალ, პორტატულ მოწყობილობებს ქმნიდა. 1967 წელს მან და მისმა განყოფილებამ ჩიკაგოელი პოლიციელებისთვის პირველი პორტატული რაცია შექმნეს. "Motorola"–ში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, მარტინ კუპერი მიხვდა, რომ პატარა ზომის ფიჭური ტელეფონის შექმნა შეეძლო. თანდათანობით მარტინი იდეა ხორცს ისხამდა. პარალელურად, კომპანია ცდილობდა, დაერწმუნებინა კომუნიკაციების ფედრალური კომისია, რომ ფიჭური ტელეფონის დანერგვისათვის, კერძო კომპანიას საკუთარი თავისუფალი სიხშირეები დასჭირდებოდა. ამ იდეას, ძალიან სკეპტიკურად შეხვდნენ., რადგან იმავე "ბელ ლამორატორიეს"-ის (იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლაბორატორია) სპეციალისტები ახლო მომავალში კომპაქტური ტელეფონის შექმნას გამორიცხავდნენ. და აი, მიიღეს კომპრომისული გადაწყვეტილება, "Motorola"–ს უნდა დაემტკიცებინა, რომ მის მიერ წამოჭრილი იდეის განხორციელება შესაძლებელი იყო. შემოწმწბა 1973 წლის 3 აპრილისთვის დაიგეგმა. პირველი ტელეფონის სახელწოდება "დინა-ტაკი" იყო. ეს გახლდათ 1,5 კილოგრამიანი და 22,5X12,5X3,75 სანტიმეტრის ზომის ყურმილი. წინა პანელზე განთავსებული ჰქონდა 12 კლავიში – რომელთაგან 10 ნომრის ასაკრეფი და ორი საუბრის დროს გადაწყვეტილების მიმღები ღილაკი იყო. ტელეფონის აკუმულატორი 35 წუთიანი კავშირის შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ მის "დასატენად" 10 აათზე მეტი იყო საჭირო.

3 აპრილის დილას, მარტინ კუპერმა სწორედ ეს ტელეფონი აიღო ხელში და "ბელ ლამორატორეს"-ის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს, სკეპტიკურად განწყობილ ჯოელ ენგელს დაურეკა. ეს დიდი გამარჯვება იყო! რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე "ბელ ლამორატორიე"-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა "დინა-ტაკის" შესახებ განაცხადა: "ეს ნამდვილი ტრიუმფი იყო, იმ დროს ჩვენ 14 კილოგრამიან ტელეფონებს ვიყენებდით და მისი ფუნქციის ერთკილოგრამში მოთავსება ნამდვილიწინსვლაა"

რადგან ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა, კავშირგაბმულობის ფედერალურმა კომისიამ კერძო კომპანიებს საკუთარი სიხშირეები გამოუყო. რასაკვირველია, Motorola-მ პირველმა დაიწყო მობილური ტელეფონების მასობრივი წარმოება. ამჟამად, ძნელად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მობილური ტელეფონების გარეშე, ის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსოფლიოს წამყვანი კომპანიები კი კვლავ მის დახვეწასა და ზომების შემცირებაზე მუშაობენ...
  

თანამედროვე ტექნოლოგიები

                                 თანამედროვე ტექნოლოგიები
        თანამედროვეობაში ტექნოლოგიებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. 21-ე საუკუნეში კაცობრიობა განვითარების პიკს აღწევს. ყოველდღე ახალ-ახალი აღმოჩენებით კაცობრიობა ”მდიდრდება” და მეტს იგებს დედამიწაზე არსბული რესურსებისა და მატერიალურის შესახებ. ერთ-ერთი ასეთ ტექნოლოგიას, ჩემი აზრით, მობილური ტელეფონი წარმოადგენს. 




 

Tuesday, April 12, 2011

ჩემპიონთა ლიგა გადამწვეტ ფაზაში შედის 


                 დღეს იმართება 2010–2011 წლების სეზონის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, მანჩესტერ იუნაიტედი  ჩელსის წინააღმდეგ. მანჩესტერულ გუნდს ნახევარფინალში გასვლის უკეთსე შანსი აქ ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად. 1 კვირის წინ წითელმა ეშმაკუნებმა არისტოკრატები მათსავე კედლებში მინიმალური ანგარიშით 1–0 დაამარცხეს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ წყვილის გამარჯვებული გერმნულ გუნდს, წლევანდელ სენსაციას, გელზენკირხენის შალკე04ს დაუპირისპირდება. 
ყველას, ფეხბურტის მოყვარულაც და არამოყვარულაც მოვუწოდებ დატკბნენ მშვენიერი სანახაობით, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია, ვიმედოვნებ, რომ ამ საღამოს ფეხბურთის მაყურებლების რიცხვი გაიზრდება

Wednesday, April 6, 2011

ბრაზილიური ვარჯიში, ცეკვის და ბურთზე ორიგინალური კონტროლის თანხლებით. ამ სილამაზეს ორი უდიდესი ფეხბურთელი გვაძლევს.

http://oxun.ge/uploads/posts/